leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვიქტორ ორბანი: ვდგავართ ძალიან სახიფათო პერსპექტივის წინაშე, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ევროპული მოდელის საფუძველს, ევროპულს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას

„ვდგავართ ძალიან სახიფათო პერსპექტივის წინაშე, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ევროპული მოდელის საფუძველს, ევროპულ მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას”, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ამ გამოწვევებს ერთად გავუმკლავდეთ, ერთად უფრო ძლიერები ვართ. ვისაუბრებთ ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე, იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, კვლავ დავამყაროთ მშვიდობა ევროპაში.

ეს საკითხები დღეს ამერიკის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მთავარი საკითხია. აუცილებელია, შევამციროთ დამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე და დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ასევე იხილეთ