ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ სამუდამოდ არ უნდა გადასცეს თავისი უსაფრთხოების საკითხი ამერიკელებს.
„NATO-ში კი ჩვენ გვსურს, ჩვენი როლი შევასრულოთ. მოხდა სტრატეგიული გამოღვიძება, რომელიც ჩვენ, ევროპელებმა უნდა მივიღოთ. ჩვენ სამუდამოდ არ უნდა გადავცეთ ჩვენი უსაფრთხოების საკითხი ამერიკელებს“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა დააფიქსიროს მესიჯი, რომ ის ახლა „უსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიმწოდებელია“.
მაკრონმა ასევე კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაზე.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი როლი აქ არ არის დონალდ ტრამპის არჩევაზე კომენტარის გაკეთება. ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია და ის დაიცავს ამერიკელების ინტერესებს და ეს ლეგიტიმური და კარგია. საკითხავია, მზად ვართ, დავიცვათ ევროპელების ინტერესები?“ – დასძინა მან.