leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჩემი სამეგობროსა და სანათესაოსთვის ცალკე ნადიმი უნდა გავმართო და 150 000 ლარი გამომიყავითო – სალომეს მთავარი ახირებები

საქართველოს ხელისუფლების „შიდა სამზარეულოში“ ჩახედული და ქართული პოლიტიკის კულუარებში ზედმიწევნით კარგად გარკვეული პიროვნება, გაზეთ „ასავალ-დასავალს“ სალომე ზურაბიშვილის შესახებ სკანდალურ ფაქტებს აწვდის და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი პორდასავლურობასთან სრულიად შეუსაბამო, ავტორიტარი მმართველისათვის დამახასიათებელი ვნებებით არის შეპყრობილი.

ვინც სალომე ზურაბიშვილს, ასე თუ ისე, იცნობს და მასთან პირადი ან საქმიანი შეხება ჰქონია, ყველამ კარგად იცის, რამდენად მძლავრობს მასში კარიერისტობა, ძალაუფლების სიყვარული, პირადი კეთილდღეობისაკენ სწრაფვა და ფუფუნებაში ცხოვრების ჟინი, რისთვის მზად არის, ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიც კი თვალის დაუხამხამებლად გაწიროს.

  • საქართველოს ხელისუფლების ლიდერები, უბრალოდ, გაოგნდნენ და სახტად დარჩნენ იმ მოთხოვნებისა და პრეტენზიების გამო, რომლებიც 2018 წლის ნოემბერში პრეზიდენტად არჩეულმა სალომე ზურაბიშვილმა თავის საინაუგურაციო ღონისძიებასა და ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის მოწყობასთან დაკავშირებით წამოაყენა! საპრეზიდენტო ინაუგურაცია, რომელიც 2018 წლის 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის ისტორიული სასახლის ეზოში გაიმართა, ღონისძიებაზე მიპატიჟებული სტუმრებისათვის ალაფურშეტის ტიპის ვახშამსაც მოიცავდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ამით არ დაკმაყოფილდა და მისი ადმინისტრაციის მომავალი უფროსის, ლაშა ჟვანიას პირით მთავრობას შეუთვალა – წინანდალში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ჩემი სამეგობროსა და სანათესაოსთვის ცალკე ნადიმი უნდა გავმართო და 150 000 ლარი გამომიყავითო!

ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმა მისი თხოვნა თუ მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და  წინანდლის „რედისონ ქოლექშენში“ ნადიმის გასამართად 150 000 ლარის გამოყოფაზე უარი თქვეს.

ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა პირადად მამუკა ბახტაძესაც სთხოვა, რომელსაც იმხანად საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ პარტიულ ლიდერებსაც მიადგა, მაგრამ საკუთარი დაქალ-ნათესავებისათვის წინანდლის მამულებში სამეფო პურმარილის გასაშლელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 000 ლარის გამოყოფას მაინც ვერ მიაღწია.

ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა თავისი პირადი სტუმრებისათვის ნადიმის გასამართი ფული, არც მეტი, არც ნაკლები, პირადად ბიძინა ივანიშვილს სთხოვა, რომელმაც მისი დიდი ძალისხმევით არჩეულ პრეზიდენტს უარი არ ან ვერ უთხრა და თავისი პირადი თანხა – 150 000 ლარი ჩაურიცხა“.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

 

ასევე იხილეთ