სალომე ზურაბიშვილი: ვიღაცეებს რატომ უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი ფანჯრებიდან და აივნებიდან ჩემს რეზიდენციაში შემოიხედონ?!
„ზურაბიშვილი და ათონელის ქუჩიდან ათობით ოჯახის გასახლებას ითხოვდა, რაზეც ხელისუფლებისგან, რასაკვირველია, უარი მიიღო”, – ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ წყარო უყვება და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი პროდასავლურობასთან სრულიად შეუსაბამო, ავტორიტარი მმართველისათვის დამახასიათებელი ვნებებით არის შეპყრობილი.
- როცა საქმე ორბელიანების სასახლეში საპრეზიდენტო რეზიდენციის მოწყობაზე მიდგა, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მოსთხოვა, სასახლის გვერდით მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მობინადრეები გაესახლებინათ.
„ვიღაცეებს რატომ უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი ფანჯრებიდან და აივნებიდან ჩემს რეზიდენციაში შემოიხედონ?!“ – ამბობდა პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ათონელის ქუჩიდან ათობით ოჯახის გასახლებას ითხოვდა, რაზეც ხელისუფლებისგან, რასაკვირველია, უარი მიიღო.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“