leaderboard_below_slide
left_sabechdi

სალომე ზურაბიშვილი: სანამ ნული სართულიდან მეორე სართულზე ფეხით ამოიტანენ, ჩაი ცხელი აღარ იქნება, ამიტომ ლიფტი დამიყენეთ!

  • სალომე ზურაბიშვილმა მოითხოვა, რეზიდენციაში დაემონტაჟებინათ ლიფტი, რომელიც მის კაბინეტსა და სამზარეულოს შორის იმოძრავებდა.

 

„ასავალ-დასავალის“ წყაროს თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციაში სამზარეულო ნულ სართულზე მდებარეობს, სალომე ზურაბიშვილი კი მეორე სართულზე ზის და როცა ჰკითხეს, რისთვის სჭირდებოდა სპეციალური ლიფტი, უპასუხა:

  • ჩემი დაქალები სტუმრად რომ მოვლენ, ცხელი ჩაით ხომ უნდა გავუმასპინძლდე? სანამ ნული სართულიდან მეორე სართულზე ფეხით ამოიტანენ, ჩაი ცხელი აღარ იქნება, ამიტომ ლიფტი დამიყენეთ, რომ სამზარეულოდან ჩემს კაბინეტამდე ჩაი არ გაცივდეს!

რეზიდენციის გვერდით მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ხალხის გასახლებისგან განსხვავებით, „მადამ პღეზიდანმა“ სამზარეულოსა და მის კაბინეტს შორის ლიფტის დამონტაჟებას მიაღწია.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

ასევე იხილეთ