leaderboard_below_slide
left_sabechdi

პროევროპელ ლიდერს რეზიდენციაში ანტიკვარული ავეჯი და ინტერიერის აქსესუარები უნდა ჰქონდეს – სალომე ზურაბიშვილის ახირებები

გაზეთ „ასავალ-დასავალს“ წყარო პროდასავლურობასთან სრულიად შეუსაბამო, ავტორიტარი მმართველისათვის დამახასიათებელი ვნებებით შეპყრობილილი სალომე ზურაბიშვილის შესახებ სკანდალურ ფაქტებს აწვდის და აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი ახირება რეზიდენციაში ანტიკვარული ავეჯით მოწყობა იყო.

  • პროევროპელ ლიდერს, ყველა სიკეთესთან ერთად, რეზიდენციაში ანტიკვარული ავეჯი და ინტერიერის აქსესუარები, მათ შორის, რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული მე-19 საუკუნის ჭაღიც უნდა ჰქონდეს, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2019 წელს 59 000 დოლარად იქნა შეძენილი.

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო და სკანდალური ის არის, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ანტიკვარული ავეჯის დიდი ნაწილი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში მისივე მრჩევლის, კოტე ნაცვლიშვილისგან შეიძინა, რომელიც წყაროს ინფორმაციით, ანტიკვარული ავეჯით ვაჭრობის ბიზნესშია ჩართული.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

ასევე იხილეთ