„ქართულმა ოცნებამ“ თავისი ამომრჩევლის უმრავლესობა მიიყვანა არჩევნებზე”, – განაცხადა საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) დამფუძნებელმა მერაბ ფაჩულიამ „იმედი LIVE“-ში.
„ეს შედეგი გამოიწვია ადგილობრივ დონეებზე ძლიერმა კამპანიამ, სადაც „ქართული ოცნების“ მთელი ხელმძღვანელობა მონაწილეობდა, აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის შეუდარებლად გაზრდილმა ჩართულობამ ამ პროცესებში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე და არა მარტო.. და ასევე იმ გზავნილებმა, რასაც სლოგანებს ვუწოდებთ“, – აღნიშნა მერაბ ფაჩულიამ.
მისი თქმით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს წამოყვანილი „ქართულ ოცნებას“, ვინც 2020-ში „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა.
„ერთ-ერთი კითხვა, რასაც რესპონდენტებს ვუსვამდით, იყო ასეთი: 2020-ში საპარლამენტო არჩევნებში ვის მიეცი ხმა. ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს წამოყვანილი „ქართულ ოცნებას“, ვინც 2020-ში მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა“, – აღნიშნა GORBI-ის დამფუძნებელმა.