leaderboard_below_slide
left_sabechdi

კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

ქალაქ კასპში მშვიდობის, 300 არაგველის, კრწანისის და კოჯრის ქუჩებზე ასფალტბეტონის საფარის პირველი ფენა დაიგო.

ქუჩების რეაბილიტაციას, რომლის სიგრძე 1 400 გრძივი მეტრია, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ქუჩებზე მოეწყობა კიუვეტები, ნაკადმიმართველი ღარები და ეზოში შესასვლელები.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს „ქცია“ ახორციელებს.

ასევე იხილეთ