თამთა მეგრელიშვილი „ედისონ რისერჩის“ აშშ-ის არჩევნების არაზუსტ ეგზიტპოლზე: ამათ ეგზიტპოლზე დაყრდნობით კივიან პოლიტიკური „ნაცლუზერები“, ცესკო-მ გაგვიყალბა მოგებაო
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი „ედისონ რისერჩის“ მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებს, რომლის მიხედვითაც არჩევნებს კამალა ჰარისი იგებდა, სოციალურ ქსელში აფასებს.
მეგრელიშვილის განცხადებით, „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლზე დაყრდნობით სურს ოპოზიციას დაამტკიცოს, რომ ცესკო-მ არჩევნები გააყალბა.
„ეს იყო „ედისონ რისერჩის“ პროგნოზი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინ. ტრამპმა მოიგო გამანადგურებელი ანგარიშით. ამათ ეგზიტპოლზე დაყრდნობით კივიან პოლიტიკური „ნაცლუზერები“, ცესკო-მ გაგვიყალბა მოგებაო. საგიჟეთია“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.