leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი 17 წლის წინ ბათუმში განვითარებული მოვლენებზე: ეს თარიღები ყოველთვის შეახსენებს საზოგადოებას, თუ როგორ არ უნდა მოვიდეს არასდროს ასეთი ძალა ხელისუფლებაში

“ეს არის მათი დაწერილი და მათი შექმნილი თარიღები. ამას ჩვენ არ ვიხსენებთ, ამას იხსენებს ისტორია და ის ადამიანები, ვინც სამწუხაროდ მოხვდნენ მსხვერპლად ამ პროცესებში”, – განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა 17 წლის წინ, ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

მისი თქმით, ასეთი თარიღები საზოგადოებას შეახსენებს, რომ ისეთი ძალა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს.

„მოწმეები გყავს, რომ ზოგი აწამე, ზოგს წაართვი და ა.შ. და კიდევ ბედავ და გინდა, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე და ხალხს ეუბნები, რომ გინდა ხელისუფლებაში მოხვიდე. ეს თარიღები ყოველთვის შეახსენებს საზოგადოებას, თუ როგორ არ უნდა მოვიდეს არასდროს ასეთი ძალა ხელისუფლებაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევიდან 17 წელი გავიდა. სტუდენტებმა 2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დარბევა დაგმეს და 8 ნოემბერს სოლიდარობა გამოუცხადეს, რა დროსაც მათ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა. საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოში შეკრებილი ახალგაზრდები, სპეცდანიშნულების რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.

სპეცრაზმი უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაარბია, ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდა და აუდიტორიებში ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

ასევე იხილეთ