leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი: ოპოზიცია ცდილობს, შექმნას პარალელური დღის წესრიგი, ამას ვერ მოახერხებენ, არჩევნები დამთავრებულია, ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას

„ოპოზიცია  ცდილობს, შექმნას პარალელური დღის წესრიგი, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნები დამთავრებულია, ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას.

„არჩევნები არის დამთავრებული. უახლოეს მომავალში შეჯამდება არჩევნების შედეგები ცესკოს მიერ, ამის შემდეგ, ძალიან მალე, თვის ბოლოსთვის გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება,  შემდეგ, რამდენიმე დღეში, ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც, ბუნებრივია, იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ცდილობენ, შექმნან პარალელური დღის წესრიგი, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ. 4 წლის წინ მათ ჰქონდათ ერთგვარი წარმატებული მცდელობა, რომ სხვა დღის წესრიგში გადაეყვანათ ჩვენი ქვეყნის განვითარება და შესაბამისი პროცესები, მაშინ გახსოვთ, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლა, პარლამენტის საბოტაჟი, ცნობილი 19 აპრილის შეთანხმება, ამის არავითარი რესურსი დღეს აღარ არსებობს. ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც განვითარდება პროცესები“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ასევე იხილეთ