leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპის მკვლელობის შეთქმულებასთან დაკავშირებით სამ პირს ბრალი წაუყენა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპის მკვლელობის შეთქმულებასთან დაკავშირებით სამ პირს ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ერთ-ერთ ბრალდებულს, ფარჰად შაკერის დაავალეს ტრამპის თვალთვალი და საბოლოოდ მისი მოკვლის გეგმის შემუშავება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ შაკერი არ არის დაკავებული და ის, სავარაუდოდ, ირანშია.

შაკერისთან ერთად ბრალდებულები არიან ნიუ-იორკში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქეები, კარლაილ რივერა და ჯონათან ლოდჰოლტი.

ასევე იხილეთ