ლევან ნიკოლეიშვილი: საია-ს არათუ არ გაუგზავნია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ სარჩელი, არამედ არც გაგზავნიან. იციან, რომ ამ სარჩელს წარმატება არ ელის, ვერანაირად ვერ ამტკიცებენ, რა არის ამ კანონში მიუღებელი ან რუსული
„საია-ს არათუ არ გაუგზავნია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ სარჩელი, არამედ არც გაგზავნიან. ვინ თუ არა საია-მ და მისმა თავმჯდომარემ მშვენივრად იციან, რომ ამ სარჩელს წარმატება არ ელის, ვერანაირად ვერ ამტკიცებენ, რა არის ამ კანონში მიუღებელი ან რუსული“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე გაგზავნილ სარჩელს შოლტის ეფექტი მოჰყვებოდა სტრასბურგის სასამართლოდან, შესაბამისად, საია-ს ურჩევნია, აქ ივიშვიშოს, ვიდრე ევროპული სასამართლოდან გაიცამტვეროს ისედაც შებღალული რეპუტაცია.
„საია-ს არათუ არ გაუგზავნია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ სარჩელი, არამედ არც გაგზავნიან. ვინ, თუ არა საია-მ და მისმა თავმჯდომარემ მშვენივრად იციან, რომ ამ სარჩელს წარმატება არ ელის, ვერანაირად ვერ ამტკიცებენ, რა არის ამ კანონში მიუღებელი ან რუსული. ახლა კი წარმოვიდგინოთ, მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე გაგზავნილ სარჩელს როგორ შოლტის ეფექტი მოჰყვებოდა სტრასბურგის სასამართლოდან, შესაბამისად, საია-ს ურჩევნია, აქ ივიშვიშოს, ვიდრე ამჯერად ევროპული სასამართლოდან გაიცამტვეროს ისედაც შებღალული რეპუტაცია“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.