leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ამას კიდე ხო ვერაფერს დაასწრებ – გუშინდელს აქეთ უკვე ტრამპისტია

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი გუბაზ სანიკიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ამას კიდე ხო ვერაფერს დაასწრებ, რაააა!

*

ეგეთი ელასტიური და ალღოიანი პოლიტიკოსი ცხოვრებაში არ მინახავს. იყნოსა რა, მიშას დრო მიდისო, მისდგა და თათხა. იყნოსა, ეხლა შეიძლება მიშას დრო შემობრუნდესო, ქებით ძირი გააგდებინა. ერთი ეგ არი, ამ ბოლოს ალღო ღალატობს – არა და არ შემობრუნდა მიშას დრო.

*

მახსოვს, ერთი პერიოდი ბურჯანაძის პარტიაში შევიდა, ნინოისტი გახდა და რუსეთსაც აქებდა. ეგონა, სიო რუსეთიდან წამოვაო.

2022-დან ბაიდენის ფანი გახდა, რუსეთს ამარცხებს უკრაინელების ხელითო. აქაც უღალატა ალღომ და აჰა, გუშინდელს აქეთ უკვე ტრამპისტია. ოთხი წელიწადი იქნება ტრამპისტი, რა ენაღვლება?

*

ავოიე!“ -წერს გელა ზედელაშვილი.

 

ასევე იხილეთ