leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანმა ბუღალტერთა სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო „ბუღალტერთა სამიტი 2024 – ძლიერი ქალები ფინანსებში“.

ვიცე სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა და მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში, ნოემბრის თვე  გვინდა რომ ქალების სოლიდარობის თვედ გამოვაცხადოთ. დღეს კი მსურს ჩემი სოლიდარობა გამოგიცხადოთ თქვენ, ბუღალტრებს, ძალიან წარმატებულებს, მშრომელებს და ნიჭიერებს. ჩვენ, ქალებს გვინდა რომ სათანადოდ გვაფასებდნენ, სათანადოდ აღგვიქვამდნენ და რაც მთავარია, გვაღიარებდნენ. დღევანდელი დღე სწორედ რომ თქვენს აღიარებას და დაფასებას ეძღვნება. თქვენ ხართ დასაქმებული მეტნაკლებად მაღალანაზღაურებად პროფესიაში და ამიტომ ფინანსებში ქალების გაძლიერება და თქვენი კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ყოველთვის იქნება ჩვენი საზრუნავი და ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, პარლამენტის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ღონისძიების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალების მნიშვნელოვან როლს ფინანსურ სექტორში, ისაუბრეს წარმატების მიღწევის გზებზე, გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე.

ბუღალტერთა სამიტი გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ბუღალტერთა კავშირის თანაორგანიზებით პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ღონისძიებაში, რომელსაც ბუღალტერთა კავშირის პრეზიდენტი ტატა ბერიძე მოდერატორობდა,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გენდერული საბჭოს წევრო გრეტა წიწავა.

ასევე იხილეთ