leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებიდან გვესაუბრებიან, რომ თურმე გაუმჭვირვალობა და შავი ფულის ტრიალი არის ქვეყნის ევროპული გზა

“ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებიდან გვესაუბრებიან, რომ თურმე გაუმჭვირვალობა და შავი ფულის ტრიალი არის ქვეყნის ევროპული გზა. თურმე ლგბტ პროპაგანდა არის ევროპული გზა”, – განაცხადა „ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, რითაც გამოეხმაურა გამჭვირვალობისა და ლგბტ-კანონების გაწვევის მოთხოვნას დასავლეთის მხრიდან.

„მაქსიმალურად დიპლომატიურად და კორექტულად ვეუბნებოდით ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შემოდით, ვიმსჯელოთ რომელ მუხლთან გაქვთ რაიმე პრეტენზია, იქნებ გვითხრათ ასეთ განცხადებებს რომ აკეთებთ რომელ კანონში რომელი კონკრეტული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს ევროინტეგრაციის გზაზე, ამაზე პასუხს ვერ ვისმენთ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე იხილეთ