leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია გერმანიის საელჩოს განცხადებაზე: მიხედონ თავიანთ ქვეყანაში ძალიან სერიოზულ შიდა პრობლემებს. ჩვენთან იმეგობრონ, ამისთვის მზად ვართ

“მიხედონ თავიანთ ქვეყანაში ძალიან სერიოზულ შიდა პრობლემებს. ჩვენთან იმეგობრონ, ამისთვის მზად ვართ”, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ გერმანიის საელჩოს განცხადების შეფასებისას.

„რაც შეეხება გერმანიას, თავის დიდი პრობლემები აქვს. კოალიცია დაეშალათ და როგორც ვიცი, ახლა მარტში უწევთ უკვე არჩევნები. ვიმედოვნებ, მშვიდობიანად ჩაატარებენ ამ არჩევნებს. ყოველ შემთხვევაში, ამის მოლოდინი გვაქვს.

რაც შეეხება რევოლუციის ხსენებას ამ ისტორიული დღის გამოხმაურებასთან, ეს ვინ როგორ გაიგოო, ოპოზიციამ როგორ გაიგო თქვენ თვითონ აღნიშნეთ ხომ? ძალიან გულწრფელად ვამბობ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის პოზიცია. დაველოდოთ ეს მათ რიგგარეშე არჩევნებზეც გამოჩნდება. მოვუწოდებდი მათ, რომ თუ რამე რევოლუციები სწყურიათ, რაღაც სცენარების წერა სწყურიათ, შეუძლიათ ძალიან მარტივად თავიანთ ქვეყანაში იზრუნონ. კიდევ ერთხელ ვუსურვებ, რომ მშვიდობით ჩაატარონ ის რიგგარეშე არჩევნები“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ის არ იზიარებს ელჩის პათოსს, რომ მათი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული ფაქტის შეფასება იყო.

„ძალიან არ მგონია. თუ ისტორიულ ფაქტებს გავყვებით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზეა საუბარი და არ მინდა ძალიან სიღრმეებში შევიდე. მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველო ისტორიის რომელ მხარეს იდგას. მოკლედ, ამით შემოვიფარგლები. მიხედონ თავის ქვეყანაში ძალიან სერიოზულ შიდა პრობლემებს. შეგახსენებთ, რომ წლიდან წლამდე რეცესიით ასრულებს და ყველაზე დიდ ქარხნებს მიხედონ თავიანთ ქვეყანაში. თავიანთ ეკონომიკას მიხედონ და თავიანთ პოლიტიკურ სპექტრს მიხედონ. ჩვენთან იმეგობრონ და იპარტნიორონ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა კი ამის მაგალითია. გერმანიის საელჩოს ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიცია სათავისოდ იყენებს და რევოლუციის მოწოდებად იგებს.

ასევე იხილეთ