ნინა თიბილაშვილმა იტალიაში, ქალაქ პიზაში ეტლით ფარიკაობაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეჯიბრის მეორე დღეს ხმლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალში ჰონკონგელი მოწინააღმდეგე 15:4 დაამარცხა,საფინალო ბრძოლა ანგარიშით 9:15 პოლონელ კინგა დროჟთან დათმო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.