leaderboard_below_slide
left_sabechdi

დონალდ ტრამპის გარდამავალ ოფისში აცხადებენ, რომ რესპუბლიკელთა სტრატეგი ბრაიან ლანზა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სახელით არ საუბრობდა

დონალდ ტრამპის გარდამავალი ოფისი აცხადებს, რომ რესპუბლიკელთა სტრატეგი, რომელმაც „ბიბისისთან“ ინტერვიუში უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე ისაუბრა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სახელით არ საუბრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ბრაიან ლანზა საარჩევნო შტაბის კონტრაქტორი იყო. ის არ მუშაობს პრეზიდენტ ტრამპისთვის და არ საუბრობს მისი სახელით“, – განაცხადეს დონალდ ტრამპის გარდამავალ ოფისში.

ბრაიან ლანზამ, რომელიც რესპუბლიკელთა დიდი ხნის სტრატეგია, ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პრეზიდენტ ზელენსკის სთხოვს, „მშვიდობის რეალისტური გეგმა“ წარადგინოს. მისი თქმით, ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტი იქნება მშვიდობის აღდგენა და არა ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის, ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

„პრეზიდენტი ზელენსკი თუ მოვა მაგიდასთან და იტყვის, რომ ჩვენ მშვიდობა შეიძლება, გვქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ყირიმი, ის გვაჩვენებს, რომ არ არის სერიოზულად განწყობილი. ყირიმი აღარ არის“, – განაცხადა ბრაიან ლანზამ.

ასევე იხილეთ