საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ნუ იქნებით ბიძინა ივანიშვილის მსახურები. ჩვენი მსახურები უნდა იყოთ!” – წამოროშ-წამობოდა ალამუტელმა ნიკამ და ესაა ერთადერთი სიმართლე, რაც გვარამიასა და მის სექტას სურს დღეს ქართველი ხალხისგან.
ფროიდისეულად თუ მივუდგებით, წამოცდენაშიც არის სიმართლე. ხოლო, თუ შეგნებულად ის თქვა გვარამიამ სექტანტთა აქციაზე, რაც გულში ჰქონდა, მთლად დაქცეულა ეს ე.წ. ოპოზიცია და ეგაა…
„ჩვენ დაგიბრუნებთ სამშობლოს!” – გაჰკიოდა მიკიოტივით და მთავარი აღარ ახსოვდა. “სამშობლო” ვიწრო პროფესიული გაგებით, 2007 წლის 10 აგვისტოს წაართვეს გიორგი არველაძისა და გიგი უგულავას ბრძანებით გვარამიას და ბოკერიას თანაპარტიელებმა ქართველ ჟურნალისტებს.
ხოლო, თუ ფართო გაგებით ვიტყვით, 2008 წლის 8 აგვისტოს სამშობლოს 20% ოფიციალურად გაასხვისეს მედვედევისა და პუტინის ოკუპანტ რეჟიმზე.
ესენი რისი დამბრუნებლები არიან?!
ვის რა წაართვან, დღედაღამ იმაზე ფიქრობენ. კარვების ფულიც კი ხალხს წაღლიტეს.
მაგრამ… აბა, კარვები?
მიკიოტი ვახსენე და აქვე გეტყვით – მიკიოტი, იგივეა, რაც ბუკიოტი და განეკუთვნება ღამის მტაცებელ ფრინველთა ჯიშს.
დიახ, ღამის მტაცებელთა ჯიშისაა გვარამიასი და ხაზარაძის სექტა.
ღამის ნოტარიუსები და ოჯახების ღამით აწიოკება მათ მტაცებლურ ბუნებაში ზის.
მტაცებლები არიან და ვეღარც მალავენ საკუთარ მტაცებლურ ბუნებას.
ჩვენი მსახურები უნდა იყოთო!
ჩვენი მსახურები და მონებიო.
ჩვენიო.
ანუ გვარამიასი, მელიასი, ხაზარაძისა, სააკაშვილისა, ადეიშვილისა, სანიკიძისა, ელისაშვილისა…
როგორც მათი ავადმყოფი ბელადი იტყოდა – ვერ მოგართვით!
არავის მსახურებას და მონობას არ აპირებს ქართველი ერი, გარდა სამშობლოსი!
იმ სამშობლოსი, სწორედ გვარამიას და უგულავასნაირმა ნაძირლებმა რომ წაგვართვეს და დღეს მისი დაბრუნების მოწოდებით ახვევენ თავბრუს ახალ თაობასაც.
ბიძინა ივანიშვილს კი არავის მონობა და მსახურება არ სჭირდება.
ის თავად დგას ქართველი ხალხისა და საკუთარი სამშობლოს ერისკაცად და მსახურად ათეული წლების განმავლობაში და ბრმა უნდა იყო, ვერ ხედავდე!
მარა, „ბრმების შკოლაა” ამ ე. წ. ოპოზიციაში და რა გინდა, რომ ქნა?!
ჰოდა, ბრმებო და ყრუებო, მთელი ქვეყნისა, შეერთდით!
შეერთდით და იყავით გვარამიას მსახურები.
იქეცით ლაკა ხოშტარიას მონებად და მელიას წილნაყარი პარტიული დაფინანსებით იკვებეთ.
ჰო, მართლა.
კარვები არ დაგავიწყდეთ.
ფული ხომ აკრიფეთ და ისევ გაუბედურებული ხალხის ხარჯზე იშოვეთ დაფინანსება?
ჰოდა, გაშალეთ კარვები, კარვებში ლეიბები და დაწექით. მიწაზე გართხმა თქვენი ბელადის მოგონილია და არ ჩამორჩეთ.
თუ მაინცდამაინც და… გვარამიას წაუსნიკერსეთ…