leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ეს კანონი ვერანაირად ვერ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სუვერენული, ღირსეული ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას

“ეს (გამჭვირვალობის შესახებ) კანონი ვერანაირად ვერ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სუვერენული, ღირსეული ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას”, -განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საია-ს სარჩელს გამოეხმაურა, რომელიც ორგანიზაციის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი, თუმცა არსებული ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს ამ დრომდე არაფერი მიუღია.

„ეს (საიას) დავაც თუ მიიღო (სტრასბურგის) სასამართლომ განხილვაში, დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისევე დამთავრდება, როგორც ამ აგენტების მხრიდან თითოეული, თავის ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული საქმე. ეს [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი ვერანაირად ვერ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სუვერენული, ღირსეული ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას“, – აღნიშნა კირცხალიამ „ქრონიკასთან“ საუბარში.

ასევე იხილეთ