დონალდ ტრამპის მრჩეველი ბრაიან ლანზა: თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ფოკუსირებული იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე და არა ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების უზრუნველყოფაზე
“თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ფოკუსირებული იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე და არა ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების უზრუნველყოფაზე”, – განაცხადა დონალდ ტრამპის მრჩეველმა ბრაიან ლანზამ „ბიბისისთან“.
„თუ ზელენსკი იტყვის, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ყირიმი დაბრუნდება, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი მისთვის – ყირიმი აღარ არის. თუ თქვენი პრიორიტეტია ყირიმის დაბრუნება და ის, რომ ამერიკელმა სამხედროებმა იბრძოლონ ყირიმის დასაბრუნებლად, მაშინ თქვენს თავს თავად მიხედეთ“, – აღნიშნა ლანზამ.
მოგვიანებით კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის გარდამავალმა ოფისმა. არჩეული პრეზიდენტის გუნდში განაცხადეს, რომ ლანზა ტრამპის სახელით არ საუბრობდა.