leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: მას შემდეგ, რაც უკვე დაიგულეს კონკრეტული მანდატები, გამოდიან იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ქართველი ხალხისთვის და აბსოლუტური უმრავლესობისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია

“მას შემდეგ, რაც უკვე დაიგულეს კონკრეტული მანდატები, ახლა გამოდიან იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ქართველი ხალხისთვის და აბსოლუტური უმრავლესობისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ოპოზიციის მისამართით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

„სინქრონში მოქმედებენ. გარედან წამოსული დავალებების შესაბამისად, ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და ეს სინქრონში მოქმედება ქვეყნის სასარგებლოდ არანაირად არ მიმდინარეობს. საუბარია ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებაზე და გამჭვირვალობის პრინციპის არ ამოქმედებაზე, რომელთან დაკავშირებითაც გარედან გვესმის განცხადებები რიგი საერთაშორისო აქტორების მხრიდან და შემდგომში უკვე შეუერთდა უკვე გახარიას პარტია და სხვანი. ისინი წინასაარჩევნოდ თავს იკავებდნენ ამ თემებზე საუბრისგან, რადგან საკმაოდ წამგებიანი იქნებოდა ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ გალაშქრება მათთვის და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავის დისკრედიტაციას მოახდენდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც უკვე დაიგულეს კონკრეტული მანდატები, ახლა გამოდიან იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ქართველი ხალხისთვის და აბსოლუტური უმრავლესობისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია“, – აღმნიშნა წილოსანმა „ქრონიკასთან“.

ასევე იხილეთ