leaderboard_below_slide
left_sabechdi

მოსკოვის სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული დრონებით მასირებული იერიშის მოგერიების შესახებ იტყობინება. მოსკოვის სამმა აეროპორტმა – „დომოდედოვომ“, „შერემეტიევომ“ და „ჟუკოვსკიმ“ მუშაობა შეაჩერა.

უწყების ცნობით, ადგილობრივი დროით დილის 07:00-დან 10:00 საათამდე გაანადგურეს 70 დრონი, აქედან 34 მოსკოვის ოლქის თავზე, 14 – ბრიანსკის, შვიდ-შვიდი – ორლოვისა და კალუგის, ექვსი – კურსკის, ხოლოდ ორი – ტულის.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ერთ-ერთ დასახლებში ორ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია 52 წლის ქალი.

ასევე იხილეთ