კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის გამარჯვებაში პოზიტიურ სიგნალებს ხედავს. ამის შესახებ მან პაველ ზარუბინს განუცხადა.
კითხვაზე ორმხრივი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობაზე რას ნიშნავდა შეერთებული შტატების სიგნალები, პესკოვმა თქვა, რომ ჯერჯერობით სიგნალები დადებითია.
„ყოველ შემთხვევაში ის {ტრამპი} საუბრობს მშვიდობაზე, ის არ საუბრობს კონფრონტაციაზე. ის არ საუბრობს რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე და სწორედ ეს განასხვავებს მას ამჟამინდელი ადმინისტრაციისგან“, – აცხადებს პესკოვი.
ამავდროულად, კრემლის სპიკერმა თქვა, რომ ჯო ბაიდენის ამჟამინდელი ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპი ნაკლებად პროგნოზირებადია.