მერაბ ფაჩულია: დღის მეორე ნახევარში ვხედავდით, რომ „ქართული ოცნება“ იღებდა უფრო ნაკლებ ხმებს და ორი პარტია იღებდა უფრო მეტ ხმებს. თავიდან მე ამას ვუწოდე სტატისტიკური ანომალია
„დღის მეორე ნახევარში ვხედავდით, რომ „ქართული ოცნება“ იღებდა უფრო ნაკლებ ხმებს და ორი პარტია იღებდა უფრო მეტ ხმებს, ეს დაახლოებით 16:00 საათიდან დაიწყო. მხედველობაში მაქვს „ლელო“ და გახარიას პარტია. თავიდან მე ამას ვუწოდე სტატისტიკური ანომალია”, – განაცხადა „გორბის“ დამფუძნებელმა მერაბ ფაჩულიამ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„თუ არ ვცდები, 2-2,5% იყო ის ხალხი, ვინც 2020 წელს მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა, წამოიყვანა ამ პარტიამ. მაგრამ იყო ძალიან დიდი რაოდენობა ამომრჩევლის, ვინც 2020-ში მისცა ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს აძლევდა ხმას ან გახარიას, ან „ლელოს“, – აღნიშნა მერაბ ფაჩულიამ.