leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო როთისთვის პოლიტიკური რეანიმაციის შესაძლებლობად იქცა და ასეთი ბევრი კერძო ინტერესია

„ხვალინდელი მათი ჩამოსვლაც სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე კიდევ ერთხელ გაამხნეონ აქ არსებული დამარცხებული ოპოზიცია და იქნებ, როგორმე ახალი მუხტი შემოიტანონ გარკვეულწილად მინავლებული საპროტესტო აქციების გასაცოცხლებლად”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოში ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთისა და რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის დაგეგმილ ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველოში არჩევნები ჩატარდა და დამარცხებული მხარე გამოსავალს ეძებს, როგორ შეეგუოს არჩევნების შედეგებს.

„ბუნებრივია, შეგუება უჭირთ და ის ადამიანები, ვინც ჩამოდიან, გარკვეულწილად, სწორედ უკანონოდ იყვნენ ჩართული ქართულ პოლიტიკასა და წინასაარჩევნო პერიოდში და მათ ეს მარცხი არა ოპოზიციის, არამედ საკუთარ პოლიტიკურ მარცხადაც აქვთ აღქმული. მაგალითად როთის შემთხვევას თუ განვიხილავთ, იგი საკუთარი პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობიდანაც არის გაყვანილი და მომავალ არჩევნებში მონაწილეობასაც აღარ უპირებენ. ამიტომ, საქართველო მისთვის პოლიტიკური რეანიმაციის შესაძლებლობად იქცა და ასეთი ბევრი კერძო ინტერესია, მათ შორის, ამ საერთო ინტერესებთან ერთად. აქედან გამომდინარე, მათი ხვალინდელი ჩამოსვლაც სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე კიდევ ერთხელ გაამხნეონ აქ არსებული დამარცხებული ოპოზიცია და იქნებ, როგორმე ახალი მუხტი შემოიტანონ გარკვეულწილად მინავლებული საპროტესტო აქციების გასაცოცხლებლად“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ