ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ურთიერთობების სამართლიან და კარგ დონეზე გადატანის ინიციატორები ჩვენ აღმოვჩნდით
„საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ამ ურთიერთობების სამართლიან და კარგ დონეზე გადატანის ინიციატორები ჩვენ აღმოვჩნდით. ჩვენდაუნებურად ამის პროვოცირება გავაკეთეთ”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის შიგნითაც უნდა მოხდეს გარკვეული გადატვირთვა, განახლება და გარკვეული მიდგომების გადახედვა.
„უნდა ითქვას, რომ საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ამ ურთიერთობების სამართლიან და კარგ დონეზე გადატანის ინიციატორები ჩვენ აღმოვჩნდით. ჩვენდაუნებურად ამის პროვოცირება გავაკეთეთ. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეს პოზიცია ძალიან ბევრ, ევროკავშირის პოლიტიკოსებს, სახელმწიფოებს შორის და რაც მთავარია, ხალხში ეს არის სწორად აღქმული პოზიცია.
ხალხი ხშირ შემთხვევაში ხედავს, როგორ ხდება სამართლიანობის, ურთიერთდახმარების, ურთიერთპატივისცემის პრინციპზე ჩამოყალიბებული საუკეთესო იდეის, ევროკავშირის იდეის ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან და პოლიტიკური მიზნების გამო დამახინჯება და დაზიანება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს უნდა შემცირდეს. რომ იტყვიან, ყოველთვის არსებობს პოლიტიკაში პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს დომინანტი – სამართლიანობა უნდა გახდეს დომინანტი.
ჩვენ ვუყურებთ, რომ თუ შეიძლება, რომ ამ ქვეყანაში საგარეო ჩარევა პირდაპირ მიემართებოდეს პოლიტიკური საარჩევნო მიზნების მისაღწევად, მაშინ ეს არ არის ევროკავშირი, ეს არ არის ევროპული ფასეულობა. ეს პირდაპირ და ხმამაღლა უნდა ითქვას. აქედან გამომდინარე, ყველა ის მექანიზმი, რომელიც ამ უკანონობას, ამ დემოკრატიის, სუვერენიტეტის, ამ ერთობის დამანგრევლად მუშაობს, ეს ამ ურთიერთობაში უნდა გამოირიცხოს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.