leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქალაქ კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მშენებელი ამჟამად არსებული მოედნის დემონტაჟს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მიმდებარედ მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე.

გასულ წელს აღნიშნულ ლოკაციაზე მერიამ გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟორებიც მოაწყო.

პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივები შეძლებენ, ერთ სივრცეში ისარგებლონ აღნიშნული ინფრასტრუქტურით.

 

ასევე იხილეთ