leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: ველოდებით ჩვენგან წამსვლელების სიებს, თუნდაც იმ ინტერესით – ამჯერად სად დააპირებენ „რუსული“ საქართველოდან გაქცევას: „რუსულ“ ამერიკაში, თუ ნელ-ნელა „გარუსებისკენ“ მიმავალ ევროპაში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში, საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ ცნობადი სახეების მიერ ამერიკის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ამ კასტის ძირითადი წარმომადგენლები ტრამპს საჯარო სექტორში და ბანკებში ელოდება. რამდენად შეძლებს მათთან გამკლავებას – დრო გვიჩვენებს“, – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და იმ ცნობადი სახეების ნაწილს ასახელებს, ვინც ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკის დატოვება დააანონსა.

ანალიტიკოსის თქმით, ჯერ-ჯერობის უცნობია, როგორ გაუმკლავდება დონალდ ტრამპი გამოწვევებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი სქესის ცვლილებასთან დაკავშირებულ სამედიცინო მანიპულაციებს კრძალავს.

„რამ გამოადემოკრატა ეს ხალხი? ტომ ჰენქსი იქამდეც მომწონდა, სანამ ინტერნეტში წავიკითხე, რომ ბერძენი მეუღლისადმი სიყვარულის გამო მართლმადიდებლობა მიიღო. დღეს კი მან დატოვა აშშ, დატოვა სამშობლო. სააკაშვილივით მოიქცა – გაიქცა. შეიძლება, მეუღლის სამშობლოში გადაბარგდა, სადაც ყოველ წელს ატარებდა შვებულებას. მის განცხადებას უცვლელად მოვიყვან: „მძიმე გულით და კიდევ უფრო მძიმე ჩემოდნით ვაცხადებ: მე ოფიციალურად ვტოვებ ქვეყანას. პრეზიდენტი ტრამპი 2.0 ვერ აღმოჩნდა იმ მოცემულობად, რისთვისაც მე მზად ვიყავი. როდესაც გავეცანი შედეგებს, საკუთარ თავს ვუთხარი: „გაიქეცი, ფორესტ, გაიქეცი!“ – და ზუსტად ასე მოვიქეცი“. გაჩნდა ინფორმაცია, რომ რიჩარდ გირმა გაყიდა თავისი სახლი 11 მილიონ დოლარად და ასევე დატოვა ამერიკა, ოღონდ უცნობი მიმართულებით.

შეგვიძლია, გავიხსენოთ ყველა ის ცნობადი ამერიკელი, ვინც ქვეყნის დატოვება დააანონსა ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში. თანაც არა მგონია, ეს სია სრული იყოს: ალეკ ბოლდუინი, ვუპი გოლდბერგი, ჯონ ლეგენდი, კრისი ტეიგენი, რობ რეინერი (ის თავის დაწვასაც კი შეგვპირდა), ბარბარა სტრეიზანდი, მეგან რაპინოე, ემი შუმერი, ლედი გაგა, ტეილორ სვიფტი, ჯეინ ფონდა, მადონა, მარკ რუფალო, კიმ კარდაშიანი, ბრიუს სპრინგსტინი, ჯორჯ კლუნი, ოფრა უინფრი, რობერტ დე ნირო, სამუელ ელ ჯექსონი, მაილი საირუსი, ტრევის კელსი, ბობი ოლტოფი, რაშიდა თალიბი, სტორმი დენიელსი, დიდდი, ემინემი, ელენ დეჯენერესი, შონ პენი, შერონ სტოუნი, ეშლი ჯადი, ბრაიან კრენსტონი, ბილი ჯო არმსტრონგი. მაგრამ ამ კასტის ძირითადი წარმომადგენლები ტრამპს საჯარო სექტორში და ბანკებში ელოდება. რამდენად შეძლებს მათთან გამკლავებას – დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი, მან ღიად განაცხადა, რომ სქესის შეცვლის ჰორმონალური და ქირურგიული მანიპულაციები კანონით აიკრძალება. ველოდებით აღშფოთებული ურსულა ფონ დერ ლაიენის შეშფოთებულ მოწოდებას ტრამპისადმი – არ ქნას ეს და „გონს მოეგოს“, ნუ დაუშვებს ქვეყანაში მხოლოდ ორი, „რუსული” სქესის არსებობას! ასევე ველოდებით ჩვენგან წამსვლელების სიებს, თუნდაც იმ ინტერესით – ამჯერად სად დააპირებენ „რუსული” საქართველოდან გაქცევას: „რუსულ“ ამერიკაში, თუ ნელ-ნელა „გარუსებისკენ“ მიმავალ ევროპაში. ჩემი რჩევა – ავსტრალიის დაუსახლებელ შუაგულში – ძალაშია”, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ