leaderboard_below_slide
left_sabechdi

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც მედია წერს, მოულოდნელად, სულ მცირე ექვსი ოპოზიციური ფიგურა ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს.

როგორც ირკვევა, დაკავებულებს შორის არიან ომარ სმირ, ჰარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. ოპოზიციის წევრები, გუდაუთის მაცხოვრებლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.

გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ოპოზიციონერები მანქანიდან ძალით გადმოათრიეს და ბორკილები მიწაზე დაწოლილებს დაადეს.

დაკავებულები, ამ დროისთვის, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ჰყავთ, სადაც უამრავი მოქალაქეა შეკრებილი და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

ოფიციალურ პირებს ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ასევე იხილეთ