leaderboard_below_slide
left_sabechdi

„The New York Times“: ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე სენატორი მარკ რუბიო შეარჩია

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ფლორიდის შტატის სენატორის, მარკო რუბიოს დანიშვნას გეგმავს. ამის შესახებ „The New York Times“ იუწყება.

რუბიო 53 წლისაა და ის კუბელი ემიგრანტების შვილია, რუბიო აშშ-ის აქტიური საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მომხრეა. მარკო რუბიო ხშირად აკრიტიკებს ავტორიტარულ რეჟიმებს – ჩინეთში, ირანში, კუბაში. ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს რუბიოს მასთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით საერთაშორისო საკითხებზე მათი პოზიციები უფრო დაემთხვა ერთმანეთს.

„The New York Times“-ის წყარო იუწყება, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ საბოლოო არ არის და ის შეძლება ბოლო მომენტში შეიცვალოს.

ასევე 11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე წარმომადგენელთა პალატის წევრის, მაიკლ უოლცის დანიშვნას გეგმავს, რომელიც აშშ-ის გაბედული საგარეო პოლიტიკის მომხრეა, განსაკუთრებით ჩინეთისა და ირანის მიმართ. უოლცი ავღანეთში მიმდინარე ომის დროს აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალებში მსახურობდა და ამ ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებდა.

 

ასევე იხილეთ