გურამ მაჭარაშვილი: არც გამჭვირვალობის თაობაზე კანონპროექტი იყო ანტიდემოკრატიული და არც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ინიციატივაა ანტიდემოკრატიული
“ისინი თავიანთ დონორებს მოუწოდებენ, როცა დასჭირდებათ, მაშინ გადმორიცხონ ფული, რომ საქართველოში რადიკალური პროცესები მოაწყონ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„არც ის კანონი გამჭვირვალობის თაობაზე და არც ეს კანონი პროპაგანდის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ანტიდემოკრატიული არ იქნება, მაგრამ ამ განცხადებაში ისინი ამბობენ, რომ მონათლავენ როგორც რუსულს და მოაწყობენ რადიკალურ პროცესებს“, – აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა.
„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.