leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა

“საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის მიერ საქართველოში ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო და გამჭვირვალობის კანონების გაუქმების მოთხოვნის შეფასებისას.

„დაგველაპარაკეთ ჩვენ როგორც ზრდასრულ სახელმწიფოს. უნდა გვითხრან, რატომ არის გამჭვირვალობა ევროპის ყველზე დიდი მტერი. საკუთარ ფასეულობებზე გადაბიჯება არის ის, რასაც ევროკავშირის რეალურ ფასეულობასთან კავშირი არ აქვს და რაც არის გარკვეულწილად, ნეოკოლონიალური პოლიტიკის რეციდივები. საქართველო ამ რეციდივების ქვემდებარე არ იქნება. საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ