დონალდ ტრამპმა CIA-ს დირექტორის თანამდებობაზე ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯონ რეტკლიფი დაასახელა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯონ რეტკლიფი დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპი გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს რეტკლიფის მნიშვნელოვან საქმიანობას კონგრესში.
„ჯონ რეტკლიფი ყოველთვის იყო სიმართლისა და პატიოსნებისთვის მებრძოლი ამერიკელ ხალხთან ერთად“, – აღნიშნავს ტრამპი.
ჯონ რეტკლიფი ტეხასის ყოფილი კონგრესმენი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში მუშაობდა. როგორც მედია წერს, ის დემოკრატი კრიტიკოსების წინააღმდეგ ტრამპის აქტიური დამცველი იყო.