leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციის სასოწარკვეთილება ყოველდღიურად იზრდება, მათი ყველა ე.წ. არგუმენტი არაფრის მომცემია, ოპოზიციამ ეს იცის, მაგრამ ისიც იცის, რომ მათ რადიკალიზმსაც და მხარდაჭერასაც ძალიან მალე ეწურება ვადა, ესაა მათი გააფთრებული გაფართხალების მიზეზიც

„ოპოზიციის სასოწარკვეთილება ყოველდღიურად იზრდება, თან ამას ემატება ისიც, რომ ყველა ე.წ. არგუმენტი მათი მხრიდან – ხან არაბრენდირებულ მარკერებზე აპელირება და ხანაც გენდერული დისბალანსის „აღმოჩენები“, არაფრის მომცემია“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიციის მიერ თითიდან გამოწოვილი საკითხები, არჩევნების ლეგიტიმაციაზე გავლენას რომ ვერ მოახდენდა, ეს თავადაც იციან, თუმცა, ოპოზიციამ ისიც იცის, რომ მათ მხარდაჭერასა და რადიკალიზმს მალე ვადა ეწურება, რაც რადიკალების მხრიდან „გააფთრებული გაფართხალების“ მიზეზია.

„ოპოზიციის სასოწარკვეთილება ყოველდღიურად იზრდება, თან ამას ემატება ისიც, რომ ყველა ე.წ. არგუმენტი მათი მხრიდან – ხან არა ბრენდირებულ მარკერებზე აპელირება და ხანაც გენდერული დისბალანსის „აღმოჩენები“, არაფრის მომცემია. ეს თითიდან გამოწოვილი საკითხები, ვერანაირად ვერ იქონიებდა გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე და შესაბამისად მის ლეგიტიმაციაზე. ოპოზიციამ ეს იცის, მაგრამ ისიც იცის, რომ მათ რადიკალიზმსაც და მხარდაჭერასაც  ძალიან  მალე ეწურება ვადა, სწორედ ეს გახლავთ მათი გააფთრებული გაფართხალების მიზეზიც“, –  წერს ნიკოლეიშვილი.

 

ასევე იხილეთ