leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე FIFA-ს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ  ლევან კობიაშვილთან ერთად, FIFA-ს პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფეხბურთის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, მათ შორის, დაგეგმილი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობის საკითხს, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი. ასევე განიხილეს საქართველოს განაცხადი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზე.

ჯანი ინფანტინომ,  რომელიც საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება,  ის ობიექტები მოინახულა, რომლებიც FIFA-ს დაფინანსებით შენდება.

ფედერაციის  პრეზიდენტმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქარი, FIFA-ს მაისური გადასცა.

 

ასევე იხილეთ