leaderboard_below_slide
left_sabechdi

ესპანეთში ძლიერი წვიმის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

ესპანეთში ძლიერი წვიმის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.

ძლიერი წვიმების შედეგად, ვალენსიაში დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, სხვადასხვა რეგიონში ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.

ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა წითელი განგაშის დონე გამოაცხადა სამხრეთით მდებარე მალაგასა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კატალონიის რეგიონში. ანდალუზიისა და კატალონიის რეგიონულმა მთავრობებმა მოსახლეობას მობილურ ტელეფონებზე გაფრთხილებები გაუგზავნეს, რომელშიც სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ წყალდიდობის შედეგად ესპანეთში 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 89 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ასევე იხილეთ