ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა: დემოკრატია, როგორც ჩანს, დასავლეთისთვის მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ისინი იგებენ – ახლა კი შეშფოთებულნი არიან, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მათი ოცნება დაასრულა
“გულითადად ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას, ოპოზიციამ ერთმნიშვნელოვნად წააგო”, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ლუბოშ ბლაჰამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.
„ქართულ ოცნებას“ ისეთივე (საარჩევნო) პროგრამა აქვს, როგორც ჩემს პარტიას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ექსტრემისტურ ლგბტ იდეოლოგიასა და დასავლეთის მიერ დაფინანსებულ „მაიდანის“ რევოლუციებს. დღეს [ევროპაში] პროგრესული ტოტალიტარიზმი გვაქვს. თავისუფალი აზრის უფლება არ გაქვთ. დემოკრატია, როგორც ჩანს, დასავლეთისთვის მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ისინი იგებენ. ახლა კი შეშფოთებულნი არიან, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მათი ოცნება დაასრულა“, – დასძინა მან.