leaderboard_below_slide
left_sabechdi

ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში: საქართველოს სჯიან იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა – ევროკავშირს არასდროს უპასუხია რუსეთისთვის სანქციებით საქართველოს ოკუპაციის გამო

“საქართველოში არსებული ვითარება ევროკავშირის, აშშ-ისა და დასავლური ქვეყნების უსამართლო პოლიტიკის შედეგია – საქართველოს სჯიან იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა”, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ბრანისლავ ონდრუშმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.

„ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით რეალობას უგულებელყოფს. საქართველო 20 წლის განმავლობაში ოკუპირებული ქვეყანაა. ევროკავშირს არასდროს უპასუხია რუსეთისთვის სანქციებით საქართველოს ოკუპაციის გამო. პირიქით, ევროკავშირმა განავითარა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან. საქართველო არ არის ნატოს წევრი, ევროკავშირი არ სთავაზობს საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს. ევროკავშირი არ არის იმ პოზიციაში, რომ აუნაზღაუროს საქართველოს ნეგატიური (ეკონომიკური) შედეგები, რომელიც წარმოიქმნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.

სიგიჟეა საქართველოს მთავრობის დასჯა იმის გამო, რომ მას სურს ბალანსის შენარჩუნება რუსეთთან ურთიერთობებში, რათა ქართველები სოციალური კატასტროფის წინაშე არ დადგნენ. ვფიქრობ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ რაციონალური დიალოგის წარმოება საქართველოს მთავრობასთან“, – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ