leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ კაშია: ვიცი, სწორად თუ ვიმუშავებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლებელი არ იქნება

 საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ერთა ლიგის მოახლოებულ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებზე ისაუბრა.

„სახლში ვთამაშობთ, სავსე ტრიბუნები იქნება და აუცილებლად უნდა მოვიგოთ ეს შეხვედრა, ჩვენი გეგმა ესაა. ვიცი, სწორად თუ ვიმუშავებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლებელი არ იქნება. შანსი გვაქვს.

ეს ჩემი, როგორც ფეხბურთელის, ბოლო იმედია, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ, იქ მოსახვედრად.

ვფიქრობდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო და ზუსტად იგივე გრძნობა მაქვს ახლაც. ვიცი, რომ სწორად მუშაობის შემთხვევაში, მუნდიალზე თამაში შეგვიძლია“, – ამბობს გურამ კაშია პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“  ინტერვიუში.

ასევე იხილეთ