leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გველესიანი: წინა შეკრებაზე დასანანი ორი მარცხი ვიწვნიეთ, ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ და რა თქმა უნდა, ვგეგმავთ გამარჯვებებს

“როგორც ყოველთვის შეკრება მიმდინარეობს დადებითი მუხტით, სრულფასოვნად ვემზადებით”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა.

„წინა შეკრებაზე დასანანი ორი მარცხი ვიწვნიეთ, ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ და რა თქმა უნდა ვგეგმავთ გამარჯვებებს.

ბათუმში, ახალ სტადიონზე არასდროს მითამაშია, იქაც განსაკუთრებული გულშემატკივარი გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ატმოსფერო დაგვხვდება, ჩვენც არ დავაკლებთ ძალისხმევას და იმედია 3 ქულას ავიღებთ“, – აღნიშნა გიორგი გველესიანმა.

16 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ უკრაინას მასპინძლობს.

ასევე იხილეთ