leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობას შევხვდი, მისიის დამკვირვებლებს არცერთი შემთხვევა არ უნახავთ ამომრჩევლის მოსყიდვის, რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს, ეუთოს მისია მხოლოდ ერთ ფაქტს შეესწრო

“ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობას შევხვდი არჩევნებიდან მეოთხე დღეს და ვთხოვე მოეწოდებინათ ინფორმაცია, კონკრეტულად რას გულისხმობდნენ, როდესაც არჩევნებთან დაკავშირებით ხარვეზებზე საუბრობენ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედი LIVE“-ში.

თუ ჰქონდა კომუნიკაცია ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან არჩევნების მეორე დღეს საჯარო პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

„მე პირადად შევხვდი ამ მისიის [ეუთო/ოდირი] ხელმძღვანელობას არჩევნებიდან 4 დღის თავზე და ვთხოვე მათ, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია, კონკრეტულად რას გულისხმობდნენ ისინი სხვადასხვა ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელიც ანგარიშში იყო ჩამოთვლილი. ამის უფლება მაქვს, რომ საჯაროდ ვისაუბრო ამაზე, რადგან მათგანაც ვითხოვე თანხმობა.

რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, ეუთოს მისიის დამკვირვებლებს არცერთი შემთხვევა არ უნახავთ ამომრჩევლის მოსყიდვის. რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს, ეუთოს მისია მხოლოდ ერთ ფაქტს შეესწრო, ერთ კონკრეტულ უბანზე როდესაც როგორც თვითონ მომიყვნენ ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხელი დაარტყა კომისიის წევრს. კომისიის თავმჯდომარემ იმოქმედა ძალიან პროფესიულად როგორც მათ თქვეს, დახურა ცოტა ხნით უბანი და ნახევარი საათის შემდეგ ეს უბანი გაიხსნა.

რაც შეეხება ამომრჩევლის დაშინებას, ვკითხე რა იგულისხმება ამაში. მათ თქვეს, რომ პირადად დაშინების ფაქტი არ გვინახავს, რასაც ვგულისხმობთ ამაში, ეს არის ის, რომ უბნებზე იყო კამერები და ასევე უბნების გარეთ აგიტატორები, თუ კოორდინატორები აღრიცხავდნენ საკუთარი ამომრჩეველსო. მე მათ ვუთხარი, რომ ალბათ იცით, რომ არც კამერა და არც ამომრჩევლის აღრიცხვა არალეგალური საქმიანობა არ არის, რაზეც მითხრეს, რომ ვიცითო.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ვკითხე მათ რას გულისხმობდნენ და მითხრეს, რომ ამაში იგულისხმება მერების ჩართულობა საარჩევნო კამპანიაშიო. მერი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. ის არის არჩეული ადამიანი, შესაბამისად მას შეუძლია საარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ასევე იხილეთ