top_leaderboard

ეკა სეფაშვილი: დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ნაბიჯები უნდა იყოს ორმხრივი და შემხვედრი, ეს ნაბიჯები ევროკავშირმაც უნდა გადადგას

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ე.წ „გლობალურ ომის პარტიაზე“, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ სხვადასხვა ინსტიტუტებში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, გავლენის აგენტები, რომლებიც ცდილობენ ყველაფრის შერყევას და საფრთხის ქვეშ დაყენებას”, – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, „გლობალური ომის პარტიის“ აგენტებთან ბრძოლა ევროპასაც უწევს, სხვა შემთხვევაში, ისინი ვერ დაიცავენ იმ ღირებულებებს, რასაც ევროკავშირი ეფუძნება.

დეზინფორმაციასთან ბრძოლაში გარკვეული ნაბიჯები ევროკავშირმაც უნდა გადადგას. მათაც აქვთ პრობლემები. მე მახსოვს ეკონომიკურ ფორუმზე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია მათთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რასაც ჩვენც თვალნათლივ ვხედავთ. ნაბიჯები უნდა იყოს შემხვედრი და ორმხრივი. ევროკავშირის მხრიდან იყო გარკვეული შეცდომები დაშვებული. იგივე თუნდაც იმ ღირებულებების დაცვაში, რასაც ევროკავშირი ეფუძნება და რაზეც დაეფუძნა ეს ეკონომიკური კავშირი – შემდგომში კი ტრანსფორმირდა მძლავრ პოლიტიკურ კავშირად. ეს ღირებულებები მათი მხრიდანაც მოითხოვს დაცვას.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ე.წ „გლობალურ ომის პარტიაზე“, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ სხვადასხვა ინსტიტუტებში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, გავლენის აგენტები, რომლებიც ცდილობენ ყველაფრის შერყევას და საფრთხის ქვეშ დაყენებას. რა თქმა უნდა, ევროპასაც უწევს ამ ყველაფერთან შეჯახება – „გლობალური ომის პარტია“ მარტო საქართველოში არ ფუნქციონირებს. ბევრ ქვეყანაშია. ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღების შემთხვევა შვეიცარიის საბანკო სისტემის ერთ-ერთი ბანკის მიერ, ვიხილეთ კანონის უზენაესობის დარღვევით გაჟღერებული მოთხოვნები ევროპარლამენტარების მხრიდან სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც თავისთავად ეწინააღმდეგებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე, გვახსოვს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელმაც გაავრცელა ჩვენი ოპოზიციური მედიის, ერთ-ერთი ჟურნალისტის მეუღლის სტატიიდან ამონარიდები. ანუ იქაც არის ეს პრობლემა – „გლობალური ომის პარტიის“ აგენტები იქაც მოქმედებენ და ევროკავშირიც უნდა შეებრძოლოს ამ ყველაფერს. ამ საკითხში გაერთიანებული ძალისხმევა, რა თქმა უნდა, უფრო მეტ შედეგს მოგვცემს და ურთიერთსასარგებლო იქნება.

ასე რომ, ევროპული ფასეულობები არის ფასეულობები, რომლის შექმნაში საქართველოს თავისი წვლილი აქვს შეტანილი – ვგულისხმობ არა ახლანდელ ვითარებას, არამედ ისტორიულად, უძველესი ცივილიზაციებიდან დაწყებული. ეს არის ის ფასეულობები, რომელთაც ჩვენი სახელმწიფოები ემყარება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე იხილეთ