leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოსო გიორგაძე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი“ პირდაპირ თანხვედრაშია როგორც გაეროს დეკლარაციასთან ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე ევროპულ კონვენციასთან

“ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ევროპელი პოლიტიკოსების მოსაზრებები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია კონკრეტული აქტები, რომელთან შესაბამისობაშიც უნდა იყოს ქართული კანონმდებლობა”, – განაცხადა „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„არასრულწლოვანთა დაცვის და ოჯახური ღირებულებების კანონთან“ დაკავშირებით საუბარია ადამიანის უფლებებზე. ადამიანის უფლებათა დარგში ჩვენ შემთხვევაში მსოფლიოში და ევროპაში, ორი ძირითადი დოკუმენტი არსებობს. ეს არის გაეროს 1948 წლის დეკლარაცია და ევროპის „ადამიანის უფლებათა კონვენცია“. ორივე აქტი მთლიანად ინტეგრირებული საქართველოს კონსტიტუციაში და შესაბამისად საქართველოს სხვა კანონებშიც, რადგან ყველა კანონი კონსტიტუციასთანაა შესაბამისობაში.

ასევე მნიშვნელოვანია რამდენიმე პუნქტი, რომელიც შეეხება არასრულწლოვანთა დაცვას, ეს არის თვითგამორკვევის და განვითარების უფლება. ეს არის უფლება ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს პოლიტიკური, რელიგიური თუ სექსუალური ორიენტაცია, ხელოვნური ჩარევის გარეშე.

„არასრულწლოვანთა დაცვის კანონში“ არსად არ წერია, რომ რომელიმე ორიენტაცია ცუდია, არავინ არავის არ განიკითხავს, მხოლოდ წერია, რომ ბავშვი განვითარების ამ ასაკში დაცული უნდა იყოს ხელოვნური ჩარევისაგან, ესე იგი დაცული უნდა იყოს მისი თვითგამორკვევისა და განვითარების უფლება, რაც არის გაეროს დეკლარაციის და ევროპული კონვენციის მთავარი მოთხოვნა.

საქართველოს სკოლებში, კანონმდებლობის დაცვით დაშვებული არ არის რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებაც კი, რადგან ბავშვზე არ მოხდეს ზემოქმედება, ხელოვნური ჩარევა მის რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებით. პატივი უნდა ვცეთ ყველა ტიპის უფლებას, ყველა ტიპის უმცირესობას. „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელმაც პირველად საქართველოში მიიღო კანონი ყველა ტიპის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. ეს სჭირდებოდა ევროინტეგრაციას, დემოკრატიული ქვეყნის შენებას და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ძალიან საინტერესოა ამ ჭრილში კონვენციის და დეკლარაციის კიდევ ერთი ნაწილი, რელიგიის და რწმენის თავისუფლება. რწმენის თავისუფლება არ არის მხოლოდ რომ თქვა „მე მწამს“. როგორც კონვენციის, ასევე დეკლარაციის მიხედვით რწმენის თავისუფლება მოიცავს, რომ შენ გწამდეს, აღასრულებდე წესებსა და რიტუალებს. როდესაც ქრისტიანს ეუბნები, რომ შენ უფლება გაქვს რომ გწამდეს, მაგრამ არ უნდა თქვა, რომ მრუშობა ცოდვაა, არ უნდა თქვა, რომ სიძვა და მკვლელობა ცოდვაა, გამოდის შენ მას უკრძალავ საუბარს 10 მცნებაზე და შენ მას უკრძალავ საკუთარი რელიგიის წესების აღსრულებას. შენ ამით არღვევ მის გარანტირებულ უფლებას.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ როგორც რელიგიის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, ასევ უნდა იყოს დაცული თვითგამორკვევის უფლება განსაკუთრებით ბავშვებში. თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ არა მხოლოდ ეწინააღმდეგება „არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი“, არამედ პირდაპირ თანხვედრაშია, როგორც გაეროს დეკლარაციასთან ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე პირდაპირ თანხვედრაშია ევროპულ კონვენციასთან“, – აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

ასევე იხილეთ