top_leaderboard

ნიკოლოზ სამხარაძე: რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ რამდენიმე დღეში ისინი უკვე ოფიციალურად გადმოგვიგზავნიან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს

“რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ რამდენიმე დღეში ისინი უკვე ოფიციალურად გადმოგვიგზავნიან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს. საბოლოდ, ჩვენი განხილვის შემდეგ, ეს სამოქმედო გეგმა დამტკიცდება, “- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთში განაცხადა.

მისი თქმით, რუმინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.

რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო გულმხურვალე მხარდამჭერია. საუბარია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ რამდენიმე დღეში ისინი უკვე ოფიციალურად გადმოგვიგზავნიან სტრატეგიული პარტნიორობის სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს. საბოლოდ, ჩვენი განხილვის შემდეგ, ეს სამოქმედო გეგმა დამტკიცდება.

შავი ზღვის კაბელი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იცით, რომ ეს იყო ჩვენი, საქართველოსა და რუმინეთის, ერთობლივი ინიციატივა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტია“, – განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია რუმინეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ბუქარესტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეხვედრები როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში გრძელდება. განხილვის თემა ევროინტეგრაცია და ეკონომიკური კავშირებია.

ასევე იხილეთ