leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ლეგიტიმაციას პარლამენტს ხალხი აძლევს, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ჩვენს უკან დგას ხალხი

„ლეგიტიმაციას პარლამენტს აძლევს ხალხი, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ვინ უნდა იყოს პარლამენტში უმრავლესობაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ხალხის სახელით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მალე შეიკრიბება.

„ოპოზიციის მხრიდან პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემის საკითხს რაც შეეხება, ეს ცარიელი სიტყვებია, ვინაიდან ლეგიტიმაციას პარლამენტს აძლევს ხალხი. ხალხმა 26 ოქტომბერს ეს ლეგიტიმაცია მისცა ჩვენს პარლამენტს, მათ შორის მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ვინ უნდა იყოს ამ პარლამენტში უმრავლესობაში. დამაჯერებელი, 54 პროცენტით და მილიონ ას ოცი ათასი ხმით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ჩვენ უკან დგას ხალხი და ხალხის სახელით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მალე შეიკრიბება და შემდეგი ოთხი წელი იქნება ჩვენი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ასევე იხილეთ