top_leaderboard

ირაკლი ბერაია: რუმინეთი განუხრელად და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში

“რუმინეთი განუხრელად და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და ნატოში,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომელიც ბუქარესტში იმყოფება.

მისივე თქმით, რუმინეთი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში.

„ქართულ-რუმინული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს ძალიან მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს. რუმინეთი არის ქვეყანა, რომელიც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, როგორც ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში. რუმინეთი განუხრელად და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და ნატოში და არის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი და გულშემატკივარი“, – აღნიშნა ბერაიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბუქარესტშია. ნიკოლოზ სამხარაძე კომიტეტის წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მანამდე შეხვედრა გაიმართა პარლამენტში, საგარეო კომიტეტში. მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და მოლაპარაკებების გახსნის ეტაპია.

ასევე იხილეთ