leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოლაფ შოლცმა ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბარში უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბარში უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

„კანცლერმა დაგმო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და მოუწოდა პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს იგი და გაიყვანოს ჯარები“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

კანცლერმა ასევე მოუწოდა რუსეთს მოლაპარაკებისკენ უკრაინასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით.

კანცლერის თქმით, გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში „მანამ, სანამ საჭირო იქნება“.

ასევე იხილეთ