უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი უკრაინის პრეზიდენტის ოფისში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, ზელენსკიმ გერმანიის ლიდერს განუცხადა, რომ მისი სატელეფონო ზარი „დაეხმარება რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი იზოლაციის შემცირებაში და საბოლოოდ, ის გააგრძელებს ომს უკრაინაში“.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბარში უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.